Отсутствует (исполнитель: Неизвестен)
(Vaja Pshavela-Qeipi) დამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი! ეგება გულის ვარამი ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია. თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი, ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია, დეზი ვკრა ჩამსა ლურჯასა, გადავერიო ზღვაშია. თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს სიკვდილი მიჯობს ცდაშია, ვერ მააწონებთ კარგს ყმასა, რაც არ უჯდება ჭკვაშია!