Roca Shengan Waval (исполнитель: Zura Saluqvadze)

აი იმ დღეს როცა შენგან წავალ, 
აი იმ დღეს როცა გეტყვი მორჩა.
დავამთავროთ ყველაფერი ვითომ, 
არც ყოფილა არაფერი, რომ ვთქვათ.

დავივიწყოთ ყველაფერი ისე, 
გაზაფხულზე რომ გვაწვიმდა მაშინ, 
არაფერი აღარ მითხრა შენზე, 
არაფერი. თუ მიპოვნი სხვაში.

აი იმ დღეს როცა მოვალ შენთან, 
უჩემობით დატვირთული ფიქრით,
შორს წასული თუ მოვყევი სიზმრებს, 
გადაბრუნდი, მიპასუხე დილით.

აი იმ დღეს, როცა გახვალ გარეთ, 
და იგრძნობ რომ არ მოგყვება მზერა,
თავს გააქნევ გაუყვები გზას და 
ერთი წამით გამომხედავ მჯერა.

მაგრამ მე იქ არ ვიქნები არა, 
ყველაფერი ჩაბარდება წარსულს.
გავაყოლოთ, გავაყოლოთ თვალი, 
ამ ყველაფერს უკვე გაღმა გასულს.

აი იმ დღეს როცა უკვე სხვები, 
მოგაპყრობენ ყურადღების თვალებს,
გაიხსენე, იყო ერთი ბიჭი, 
ხელის გულზე გატარებდა ასე.

გაიხსენე ყველაფერი გულით, 
სევდიანი არ გაბედო ფიქრი,
ამ ცხოვრებას დაახვედრე მუშტი, 
რადგან იგი არ ჩერდება, მიჰქრის.

მე გამცალდა სიყვარულის სითბო, 
მაპატიე დამეღვენთა გრძნობა,
აი ისე როგორც სანთელს ცეცხლი, 
არ ინდობს და სულს უმოკლებს დნობა.

აი ახლა, როცა უკვე შორს ვარ. 
ყველა გრძნობა თითქმის დაშანთული,
ყველაფერი მოგიყევი ლექსად, 
აი ასე მეწვებოდა გული.

და მოვირგე მე წარსულის როლი, 
აწმყო ახლაც სისხლძარღვებში მერთვის,
ერთხელ მაინც დაგეკარგე უნდა, 
რომ შეგეგრძნო ვინ ვიყავი შენთვის.

აი ამ დღეს მე წავედი შენგან, 
აი ამ დღეს, მე გითხარი მორჩა.
დავამთავრე ყველაფერი ვითომ, 
არც ყოფილა არაფერი რომ თქვათ...
Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте

Видео к песне:
Открытка с текстом :
Удобно отправить или распечатать
Создать открытку
У нас недавно искали песни:
Ты любишь делать это по собачьи  Новый год у трансформеров карусель  Trap For Me Van Toth Remix Kaskade Mindy Gledhill Eyes  Via Con Me Its Wonderful Chuckie Remix Milk  Black Rock Shooter Mike  Dirty Monk -- Crip G Day  Vahe vavan arabuhi 
О чем песня
Zura Saluqvadze - Roca Shengan Waval?
2020 © Tekstovoi.Ru Тексты песен