Kaasiuri Balada (исполнитель: Bani)

ვუმზერ ჩეჩნეთის ლამაზ ლაჟვარდებს 
და მზემ მარაო გაშალა თითქოს ვორი და 
ამღერებულან კუშტი კოშკები 
ბანს ეუბნევა ძირძველი ღილღოც ვორი და 

გული მომპარა ქისტის ასულმა 
სულიც იმისკენ გაფრენას ითხოვს ვორი და 
ვერ შემაჩერებს დედა ჭიუხი 
ამაღამ უნდა გავექცე მითხოს ვორი და 

მოგხურავ ნაბადს გათენებამდე 
უკვალავ თოვლზე ცხენს გავახელებ ვორი და 
გზით გათანგული მკლავზე დამენდე 
და მე დაგითბობ გათოშილ ხელებს ვორი და

თუკი მდევარი წამომეწევა
დაე ასრულდეს ნება ლაშარის ვორი და
გახსოვდეს მარად მიყვარდი ჩემო
არასდროს ვიყავ ცრუ და ლაჩარი ვორი და

თვალში ბურუსი როს ჩამიდგება
სულს მივაბარებ ძეს ღვთისას ქრისტეს ვორი და
სხეულს სამშობლო იტირებს ჩემი
გული კი კვლავაც იფეთქებს ქისტეთს ვორი და
Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте

Открытка с текстом :
Удобно отправить или распечатать
Создать открытку
У нас недавно искали песни:
А я такой  Fallen Angel three days  Многоточие-не бахался  Вот это для мужчин рюкзак и ледоруб  Martina  Michael Jackson - Beat It  Bassnectar Boombox  Bassnectar Cozza Frenzy 
О чем песня
Bani - Kaasiuri Balada?
2020 © Tekstovoi.Ru Тексты песен