გახსოვდეს მარად მიყვარდი ჩემო (исполнитель: Bani Rachuli კავკასიური)

ვუმზერ ჩეჩნეთის ლამაზ ლაჟვარდებს 
და მზემ მარაო გაშალა თითქოს,
ამღერებულა კუშტი კოშკები,
ბანს ეუბნება ძირძვეკი ღილღოც.
გული მომპარა ქისტის ასულმა, 
სულიც იმისკენ გაფრენას ითხოვს,
ვერ შემაჩერებს კლდე და ჭიუხი, 
ამაღამ უნდა დავეცე მითხოს!
მოგხურავ ნაბადს, გათენებამდე
უკვალავ თოვლზე ცხენს გავახელებ,
გზით გათანგული მკლავზე დამენდე
და მე გაგითბობ გათოშილ ხელებს!
თუკი მდევარი წამომეწევა,
დაე, აღსრულდეს ნება ლაშარის,
გახსოვდეს მარად, მიყვარდი, ჩემო,
არასდროს ვიყავ ცრუ და ლაჩარი!
თვალში ბურუსი როს ჩამიდგება,
სულს მივაბარებ ძეს ღვთისას,ქრისტეს,
სხეულს სამშობლო იტირებს ჩემი,
გული კი კვლავაც იფეთქებს ქისტეთს
Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте

Открытка с текстом :
Удобно отправить или распечатать
Создать открытку
У нас недавно искали песни:
С чистого листа Frost  Подарок Маме на день рождения  Adele skyfall russian  Любовь Никто Не Ищет club17006718  Сидеть в самолете и думать о  Я Схожу С Ума ТРК Прибой Тимур Рахманов  Эре коктын муз Ю Евдокимов сл В Крылов Олег Славин  Kurai sama одиночество 
О чем песня
Bani Rachuli კავკასიური - გახსოვდეს მარად მიყვარდი ჩემო?
2020 © Tekstovoi.Ru Тексты песен