Nasaxlarebze 2013 (исполнитель: Giorgi Datiashvili -)
ნა-სახლარი, ნა- სოფლარი, ნა-... *** ეზოში ხედავ ლოდებსღა მარტო, კარ მიდამოში ჭინჭარი ყვავის, ფეხის დადგმას და ნაკვალევს ნატრობს, ცრემლებით უმზერს ავლილს და ჩავლილს. ნასახლარებზე სევდები წვანან და მისტირიან ჩამოშლილ გვერდებს, სტკივათ...ყიდიან და ასე წვავენ, მამა-პაპების ნაშენებ კედლებს. უყმოდ დამრჩალა ჯვარის კარი და (ურწმუნო სივრცეს ვაშენებთ...მივხვდეთ) სულ გადაჯიშდა კაციც,ქალიც და, აღარც კი გვახსოვს რას უნდა მივყვეთ. წერეთ და წერეთ,იმღერეთ ბევრი, ხანდახან ცაზეც ჯღაბნეთ ლექსი და, მერე ჩვენც აღარ გაგვეგოს მეტი, ნა-სახლარი და, ნა-სოფლარი და, ნა-. ნასახლარებზე სევდები წვანან და მისტირიან ჩამოშლილ გვერდებს, სტკივათ...ყიდიან და ასე წვავენ, მამა-პაპების ნაშენებ კედლებს. სულ გადავრიეთ,წინ