Shen rom iyav (исполнитель: Aluda Qetelauri)
შენ რომ იყავ, ის აული ოხერი მოარბიეს, უღვთოდ მოაპარტახეს, ენატრებათ შენი ყელის მოღერა ციხეების ჩაბნელებულ ჩარდახებს. კოშკებს ახსოვთ შენი მზერა მართალი და სიმღერა რომელიღაც ნაიბზე; დღეს ღამეა აულების სარდალი, თვალთა შენთა ხშირნი შუქნი გაიბნენ. ეგ ღიმილი - გათენების სადარი, ვხედავ, ეხლაც ღილღოს ცაზე სწერია; სიო ამბობს, ჰადიშათი სად არი, - ეხლა მისი გათხოვების ჯერია?! ქისტის ქალო, შენზე დარდმა დამლია, შენს ლანდსაც კი დავდგომივარ დარაჯად... ქალო - მთვარევ, გელი... აღარ მოხველი, - ბინდი ბურავს თვალთა ჩემთა ჩარდახებს... შენ რომ იყავ, ის აული - ოჴერი... მოარბიეს, უღვთოდ მოაპარტახეს